cultura italiana
/
April 2021 - კალაბრიის უნივერსიტეტის სასწავლო სტიპენდია

April 2021 - კალაბრიის უნივერსიტეტის სასწავლო სტიპენდია

Title კალაბრიის უნივერსიტეტის სასწავლო სტიპენდია
Authors
Date 14/4/2021
Excerpt
Tags


Calabria University

კალაბრიის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს 2021-2022 სასწავლო წლის  სტიპენდიებისთვის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაზე. სტიპენდიები განკუთვნილია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც არიან წარმატებული სტუდენტები.

უნივერსიტეტი სულ გასცემს 120 სტიპენდიას. სტიპენდიაში შედის უნივერსიტეტის საფასური (€ 1.000,00), საცხოვრებელში განთავსება, უნივერსიტეტის კამპუსის სასადილოს უფასო გამოყენება (€ 6.000,00) და სახარჯო ფული (დაახლოებით € 1.700,00).

სტიპენდიის მისაღებად რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტები უნდა ატვირთოთ pdf ფორმატით სარეგისტრაციო გვერდზე, არაუგვიანეს 14 მაისისა (2021 წელი).

საჭირო დოკუმენტების სია:

  • პასპორტის პირველი გვერდის ასლი
  • რეზიუმე
  • საშუალო სკოლის ატესტატის ასლი
  • მაგისტრატურის დიპლომის ხარისხის ასლი ( იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტი რეგისტრირდება მაგისტრატურის პროგრამაზე)
  • უნივერსიტეტის ნიშნების ფურცელი
  • უნივერსიტეტში გავლილი ყველა საგნის სილაბუსი (სასწავლო გეგმა)
  • იტალიური ენის სერთიფიკატი (თუ ფლობთ)
  • ინგლისური ენის სერთიფიკატი (თუ ფლობთ)
  • სხვა დამატებითი დოკუმენტი, რასაც საჭიროდ ჩათვლით


საბაკალავრო და სამაგისტრო ფაკულტეტების სანახავად და ასევე დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:
https://www.unical.it/portale/ateneo/international/studenti/unicaladmission/

რეგისტრაციისათვის მიყევით ბმულს:
https://www.unical.it/portale/ateneo/international/studenti/unicaladmission/how_to_apply


Categories:
Posts