Universita della Calabria scholarships a.y. 2021-2022
Type | Scholarship |
---|---|
Title | კალაბრიის უნივერსიტეტის სასწავლო სტიპენდია |
Provider | Università della Calabria |
Description | Scholarships for Three years Bachelor Degrees, Five years Master’s Degrees and Two Years’Master’s Degrees at University of Calabria for a.y. 2021/2022 |
Workplace country | Italy |
Workplace city | Bari |
Target countries | |
Funding or salary | 8.700 € for one year |
Requisites | High School Diploma or Bachelor's degree (required only for master's degree course applicants) |
Url official | https://www.unical.it/portale/ateneo/international/studenti/unicaladmission/how to apply |
Deadline for application | 2021/5/14 |
Deadline as soon as possible | No |
კალაბრიის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს 2021-2022 სასწავლო წლის სტიპენდიებისთვის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაზე. სტიპენდიები განკუთვნილია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც არიან წარმატებული სტუდენტები.
უნივერსიტეტი სულ გასცემს 120 სტიპენდიას. სტიპენდიაში შედის უნივერსიტეტის საფასური (€ 1.000,00), საცხოვრებელში განთავსება, უნივერსიტეტის კამპუსის სასადილოს უფასო გამოყენება (€ 6.000,00) და სახარჯო ფული (დაახლოებით € 1.700,00).
სტიპენდიის მისაღებად რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტები უნდა ატვირთოთ pdf ფორმატით სარეგისტრაციო გვერდზე, არაუგვიანეს 14 მაისისა (2021 წელი).
საჭირო დოკუმენტების სია:
- პასპორტის პირველი გვერდის ასლი
- რეზიუმე
- საშუალო სკოლის ატესტატის ასლი
- ბაკალავრის დიპლომის ხარისხის ასლი ( იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტი რეგისტრირდება მაგისტრატურის პროგრამაზე)
- უნივერსიტეტის ნიშნების ფურცელი
- უნივერსიტეტში გავლილი ყველა საგნის სილაბუსი (სასწავლო გეგმა)
- იტალიური ენის სერთიფიკატი (თუ ფლობთ)
- ინგლისური ენის სერთიფიკატი (თუ ფლობთ)
- სხვა დამატებითი დოკუმენტი, რასაც საჭიროდ ჩათვლით
საბაკალავრო და სამაგისტრო ფაკულტეტების სანახავად და ასევე დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:
https://www.unical.it/portale/ateneo/international/studenti/unicaladmission/
რეგისტრაციისათვის მიყევით ბმულს:
https://www.unical.it/portale/ateneo/international/studenti/unicaladmission/how_to_apply