1 - შობის სცენა link
"პრეზეპე" / 1 - შობის სცენა, რომელსაც იტალიაში დეკემბრის დასაწყისიდან, ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით.
Title | "პრეზეპე" / 1 - შობის სცენა |
---|---|
Authors | Board member of Culturaitaliana |
Date | 25/12/2018 |
Excerpt | |
Tags |
პრეზეპე არის იესო ქრიტეს დაბადების გამომხატველი კომპოზიცია. შობის გამოსახვის ტრადიცია იტალიაში სათავეს იღებს XIII საუკუნეში, იტალიელი წმინდანის და პოეტის წმ. ფრანცისკ ასიზელის იდეის საფუძველზე, რომელიც მას 1222 წელს საშობაოდ ბეთლემში სტუმრობის შემდეგ დაებადა. წმინდა მიწიდან დაბრუნების შემდეგ, 1223 წელს გადაწყვიტა შობის სცენა გაეცოცხლებინა, ისე როგორც მას აღწერდნენ მათე და ლუკა მახარებლები. პირველი ხეში ნაკვეთი პრეზეპე (1283 წ) ეკუთვნის მოქანდაკე არნოლფო დი კამბიოს. არსებობს ასევე მეცამეტე საუკუნის გამოჩენილი მხატვრის, ჯოტოს მიერ შესრულებული შობის სცენა, რომელიც მან გამოსახა ქალაქ ასიზში, წმ. ფრანცისკის სახელობის ბაზილიკის კედელზე (იგი მეცამეტეა იმ ოცდარვა ფრესკიდან რომელიც წმინდა ფრანცისკის ცხოვრების ისტორიებს გამოხატავს).