2

From Redazione
Jump to navigation Jump to search

თანამედროვე პრეზეპე მომდინარეობს წმინდა გაეტანო თიენელისგან (თეატინელების ორდერის დამაარსებელი).

მასში გამოხატულია შობა ეპოქის გარეშე, დროის გარეშე და არა საუკუნეების წინ მომხდარი კონკრეტული ფაქტი.

თუ მანამდე, გარკვეული შეზღუდვა არსებობდა და შობა გამოისახებოდა მხოლოდ წმინდანების ფიგურებით, თანამედროვე პრეზეპეს კომპოზიციაში შესულია ისეთი ფიგურებიც, რომლებიც წარმოადგენენ თანამედროვე საზოგადოებას.

გაეტანოს გადმოცემით, 1517 წელს, სანტა მარია მაჯორეს ტაძართან წარმოდგენილი პრეზეპეს წინ ჰქონდა ხილვა, რომელშიც წმ. მარიამს ხელთ ეპყრა ახლადდაბადებული იესო. ხილვიდან გამომდინარე, გაეტანომ, ნეაპოლში, სანტა მარია დელა სტელეტას ორატორიუმში წარმოადგინა ქრისტეშობის სცენა ხის ფიგურებით რომელთა ჩაცმულობაც შეესაბამებოდა იმ პერიოდის ჩაცმულობას.

Istituto cultura italiana (NGO)/Posts/December 2018 - "პრეზეპე" / 2/48427415 2457164277645482 2927987404499320832 n.jpg
Istituto cultura italiana (NGO)/Posts/December 2018 - "პრეზეპე" / 2/48424705 2457164297645480 8802173411703914496 n.jpg

თანამედროვე პრეზეპე, რომელიც ნეაპოლის სამეფოში მიიჩნევა ერთ-ერთ უმთავრეს და გავრცელებულ ტრადიციად, პირველ რიგში გამოსახავს ახლადდაბადებულ იესოს, რომელიც იშვება ყველა ეპოქის საზოგადოებაში. იგი წარმოდგენილია არა მხოლოდ წმინდანების გარემოცვით არამედ საერო პიროვნებებითაც.

მარადიულობა და ჯადოსნურობა არის მისი მახასიათებელი.

Title "პრეზეპე" / 2
Authors Board member of Culturaitaliana
Date 25/12/2018
Excerpt
Tags