Lezioni di Federica vari argomenti link
Breve riassunto delle lezioni di Federica
იტალიური კულტურის ინსტიტუტის ლექტორმა, ფედერიკა ამადუჩიმ 30 მარტსა და 1 აპრილს ჩაატარა გაკვეთილები 8 მოსწავლისგან შემდგარ ჯგუფთან. გაკვეთილები გრძელდებოდა 1 საათი, რა დროსაც ფედერიკამ ახსნა იტალიურ ენაში არსებული ანბანი, რიცხვები 1-დან 10-მდე, საკუთარი თავის წარდგენა, განსაზღვრული არტიკლები სქესთან და რიცხვთან მიმართებაში. ლექტორის ახსნის შემდეგ მოსწავლეებმა გააკეთეს სავარჯიშოები - განსაზღვრული არტიკლების მისადაგება სწორი სიტყვებისთვის. ფედერიკამ მოსწავლეებს ასევე აუხსნა აწმყო დრო (presente indicativo) და მაგალითისთვის მოსწავლეებთან ერთად აუღლა ზმნა Avere - ქონა/ყოლა.
Alfabeto Italiano
ფედერიკას მიერ ჩატარებული გაკვეთილი 2021 წლის 30 მარტს. გაკვეთილს ესწრებოდა 8 მოსწავლე. ლექტორმა მოსწავლეებს გააცნო იტალიური ანბანი.
Presentarsi
ფედერიკას მიერ ჩატარებული გაკვეთილი 2021 წლის 30 მარტს. გაკვეთილს ესწრებოდა 8 მოსწავლე. ლექტორმა მოსწავლეებს გააცნო საკუთარი თავის წარდგენა იტალიურად.
Giocare con i numeri
ფედერიკას მიერ ჩატარებული გაკვეთილი 2021 წლის 30 მარტს. ლექტორმა მოსწავლეებს გააცნო ციფრები 1-დან 10მდე იტალიურად.
Verbo Avere
ფედერიკას მიერ ჩატარებული გაკვეთილი 2021 წლის 1 აპრილს. ლექტორმა მოსწავლეებს გააცნო ზმნა ქონა - verbo AVERE და მისი უღლება ყველა პირში.
Articoli indeterminativi
ფედერიკას მიერ ჩატარებული გაკვეთილი 2021 წლის 1 აპრილს. ლექტორმა მოსწავლეებს გააცნო იტალიურ ენაში არსებული განუსაზღვრელი არტიკლები.