Conferenza Dante e Seferis - Oleg Tsybenko

From Redazione
< Istituto cultura italiana (NGO)
Revision as of 13:31, 22 June 2021 by Shorena.baramidze (talk | contribs) (Created page with " thumb| იტალიური კულტურის ინსტიტუტში 17 ივნის...")
(diff) ← Older revision | Latest revision (diff) | Newer revision → (diff)
Jump to navigation Jump to search
Conferenza di Oleg Tsybenko/thumbnail processed (1).jpg

იტალიური კულტურის ინსტიტუტში 17 ივნისს გაიმართა პროფესორ ოლეგ წიბენკოს კონფერენცია სახელწოდებით ‘’დანტე 700’’, რომელიც ეძღვნებოდა უდიდესი იტალიელი პოეტისა და მწერლის, იტალიური ლიტერატურის მამის, დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავს. აღსანიშნავია რომ ,,დანტე 700’’ მსოფლიოს ყველა კუთხეში აღინიშნა. პროფესორი ოლეგ წიბენკოს კონფერენციის თემა იყო ,,დანტე და სეფერისი: დანტეს მიღება მეოცე საუკუნის ბერძნულ ლიტერატურაში’’/ პროფესორმა ღონისძიების დროს განიხილა დანტეს ნაწარმოებების გავლენა მე-20 საუკუნის ცნობილი ბერძენი პოეტის, გიორგოს სეფერისის მოღვაწეობაზე და მის შემოქმედებაზე, რომელსაც ეკუთვნის ესეების კრებული სახელწოდებით ‘’დანტეს 700 წლისთავისთვის’’ რომელიც 1966 წელს დაწერა. მან სეფერისის ამ ნაშრომზე დაყრდნობით ბერძნული ლიტერატურის ევოლუციაზე ისაუბრა, რომელიც დანტე ალიგიერის შემოქმედებით იყო გამოწვეული. ზემოთხსენებული ესეების კრებულის გარდა, კონფერენციაზე პროფესორმა ისაუბრა რამდენიმე ეპიზოდზე რომანიდან ‘’ექვსი ღამე აკროპოლისზე’’. ღონისძიება გაგრძელდა 1 საათი და 30 წუთი და მიმდინარეობდა კოვიდ-პანდემიისგან თავის ასაცილებლად დაწესებული ყველა წესის დაცვით.