November 2016 - ფედერიგო ტოცცის ბიოგრაფია

From Redazione
Jump to navigation Jump to search
Title ფედერიგო ტოცცის ბიოგრაფია
Authors Board member of Istituto Cultura Italiana
Date 25/11/2016
Excerpt
Tags


ფედერიგო ტოცცი – წარმოშობით სიენადან იყო,მოღვაწეობდა ფლორენციასა და რომში, XX საუკუნის დასაწყისში. მისი ყველაზე თვალსაჩინო ნაწარმოებია "Bestie" და "Con gli occhi chiusi". მას მეტად გონებამახვილური ჩაჭრები აქვს თხრობაში, მთავარი მიზანი ადამიანის გრძნობების სიღრმისეული გაგებაა.

გთავაზობთ ამონარიდს ფედერიგო ტოცცის რომანიდან "Con gli occhi chiusi" (დახუჭული თვალები):

“ბოლო მშობიანობამდე ანას დაეწყო კონვულსიები. მას მანამდეც ჰქონდა ისტერიის სიმპტომები – რაც ხშირად ხდებოდა დაცინვის საგანი დომენიკოს მხრიდან, მისთვის ანას ავადმყოფობა სახუმარო იყო, თუმცა ღიზიანდებოდა, როცა სიცილი არ შველოდა და მას აფთიაქარისთვის მიმართვა უწევდა.

ანა, ძალიან მორჩილი და ქმრის ფანატიკურად ერთგული იყო. მრავალწლიანი ქორწინების შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ ქმარი ღალატობდა. მან იგრძნო, თუ როგორ ექაჩებოდა მის გულს რაღაც, სულ დაბლა. თითქოს ერთ დღეში, დროზე ადრე, დაბერდა და დაუშნოვდა. ამაზე ფიქრი დიდ ტკივილს აყენებდა, მაგრამ საკუთარ გასაჭირს არავის უზიარებდა. მიუხედავად იმისა რომ, ანა ყველას მიმართ კეთილად იყო განწყობილი, ცდილობდა მეგობრები არ გაეჩინა."

ხშირად ისტერია მამაკაცების მხრიდან გამოიყენებოდა ქალის სამართავად. ჩვენს მიერ მოყვანილი მოკლე ნაწყვეტი წიგნიდან “დახუჭული თვალები” სწორედ ამას აღწერს. ეს არის იმ დროს გავრცელებული ურთიერთობის აღწერა, რომანი ეხება: მდედრობით და მამრობით სქესს შორის ურთიერთობას,ადამიანის მარტოსულობას, რელიგიის როლს ურთიერთობაში, სილამაზეს და მისი კარგვას

Istituto cultura italiana (NGO)/Posts/November 2016 - ფედერიგო ტოცცის ბიოგრაფია/15252556 1459659044062682 51304722331143892 o.jpg