იტალიური ენის ინტენსიური კურსი: მოგზაურობა იტალიაში

From Redazione
Jump to navigation Jump to search
Line 54: Line 54:

'''თარიღი:''' 20-26 აგვისტო, 2021

'''თარიღი:''' 20-24 აგვისტო, 2021

'''კურსის ხანგრძლივობა:''' 6 ღამე, 7 დღე.

'''კურსის ხანგრძლივობა:''' 3 ღამე, 4 დღე.

'''ორგანიზაცია:''' იტალიური კულტურის ინსტიტუტი

'''ორგანიზაცია:''' იტალიური კულტურის ინსტიტუტი
Line 64: Line 64:

'''განთავსება''':  Guest House ,,Kemo Alvani’’

'''განთავსება''':  Guest House ,,Kemo Alvani’’

'''კურსის ღირებულება:'''  700 ლარი

'''კურსის ღირებულება:'''  250 ლარი

Revision as of 14:16, 10 August 2021

Opportunities/Comune di Lucca ⧸ Istituto cultura italiana Tbilisi - იტალიური ენის ინტენსიური კურსი: მოგზაურობა იტალიაში/Logo città di Lucca.jpg

გთავაზობთ იტალიური ენის ინტენსიურ კურსს, რომელიც ჩატარდება ქალაქისგან შორს მდებარე ლოკაციაზე და გაგრძელდება ერთი კვირა. კურსი იტალიური ენის გაკვეთილებთან ერთად ასევე მოიცავს სხვადასხვა აქტივობებს იტალიური კულტურის უკეთ გასაცნობად. ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ იტალიური ენა და ჩაერთონ ამ ქვეყნისათვის დამახასიათებელ კულტურულ აქტივობებში.

მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში შექმნილი კოვიდ-სიტუაციის გამო მოგზაურობის მოყვარულებს ეზღუდებათ სხვადასხვა ქვეყანაში გამგზავრება. ჩვენი კურსის იდეა სწორედ ამ გარემოებების გამო დაიბადა. კურსის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მონაწილეებმა ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ იტალიაში მოგზაურობის გამოცდილება. კურსს გაუძღვება იტალიელი პროფესიონალი მასწავლებელი, რომელიც სტუდენტებს გააცნობს თავის მშობლიურ ენასა და კულტურას. მის მიერ შუადღისით ჩატარებული სხვადასხვა აქტივობები მონაწილეებს შეუქმნის იტალიურ გარემოს. კურსის დროს ჩატარდება იტალიური სამზარეულოს, ხელოვნების, მუსიკისა და სხვადასხვა ვიდეოების პრეზენტაციები. იტალიელი ლექტორი ახლოდან გაგაცნობთ ტოსკანურ კულტურას და ქალაქ ლუკას ისტორიას, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა.

ეს არ იქნება ერთ-ერთი რიგითი ენის შემსწავლელი კურსი, რომლის დროსაც მონაწილეებს მხოლოდ გრამატიკის სავარჯიშოების გაკეთება და წესების სწავლა მოუწევთ. ამ კურსის განმავლობაში სტუდენტები შეძლებენ სასიამოვნო და დასამახსოვრებელი დროის გატარებას, რისგანაც მიიღებენ იტალიური ენის ცოდნას.

მთლიანი კვირის განმავლობაში გაკვეთილებისა და სხვადასხვა კულტურული აქტივობების ჩატარება შემდეგნაირად იქნება გადანაწილებული:

განრიგი
09:30 დილის გაკვეთილის დაწყება
11:30 შესვენება და ყავის დალევა
12:30 დილის გაკვეთილის დასრულება
13:00 სადილი
15:30 იტალიური კულტურის მასტერკლასის დაწყება
17:30 შესვენება და ყავის დალევა
18:30 იტალიური კულტურის მასტერკლასის დასრულება
20:00 ვახშამი

კურსის განმავლობაში იგეგმება ორი გასვლა/ექსკურსია:

თელავი , ალავერდის მონასტერი

თარიღი: 20-24 აგვისტო, 2021

კურსის ხანგრძლივობა: 3 ღამე, 4 დღე.

ორგანიზაცია: იტალიური კულტურის ინსტიტუტი

ლოკაცია: კახეთის რაიონი, სოფელი ქვემო ალვანი.

განთავსება: Guest House ,,Kemo Alvani’’

კურსის ღირებულება: 250 ლარი

ღირებულებაში შედის:

• იტალიური ენის კურსი
• შუადღის აქტივობები და კულტურული მასტერკლასები
• ექსკურსიები კახეთის რეგიონში
• გესთ ჰაუსში განთავსება და ორჯერადი კვებით
• იტალიური ყავა
• იტალიელი მასწავლებელი
• ქართველი მასწავლებელი რომელიც ფლობს იტალიურ ენას
• კურსზე დასწრების სერთიფიკატი

რეგისტრაციისთვის გთხოვთ მოგვწეროთ: ici.tbilisi@culturaitaliana.org

ან დაგვიკავშირდეთ ამ ნომერზე: 557 53 81 40

იტალიური კულტურის ინსტიტუტში ჩატარებული გაკვეთილი ჩვენი ლექტორის, ფედერიკა ამადუჩის მიერ:

Federica Amaducci

ფედერიკა ამადუჩის დამთავრებული აქვს ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტი პიზის უნივერსიტეტში. მას გავლილი აქვს კოინეს ცენტრის პროფესიული კურსი სახელწოდებით „ასწავლე იტალიური ენა უცხოელებს“.

რამდენიმე წელია რაც ფედერიკა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობს გიდად, მათ შორის საქართველოშიც. 2017 წლიდან ის ცხოვრობს იტალიასა და საქართველოს შორის. მისთვის საქართველო მეორე სახლი და პროფესიული დანიშნულების ადგილი გახდა.

2019 წელს ფედერიკამ რამდენიმე ადგილობრივებთან ერთად და იტალიური გამომცემელობა Il Campano - სთან თანამშრომლობით გამოაქვეყნა დოკუმენტური-ფოტოგრაფიული წიგნი ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის შესახებ,.

ფედერიკას სურს ხელი შეუწყოს საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის ცნობადომის ამაღლებას.

Federica Amaducci holds a degree in History of Art from University of Pisa and attended a course for teaching Italian language to foreigners at the Koine center in Lucca. She has been working for several years as nature guide in Europe, and since 2017 she lives between Italy and Georgia, which almost became for her a second home, and a professional destination. In 2019 in collaboration with local guides she has published a documentary photography book on the Vashlovani National Park in southeastern Georgia published by Il Campano.
Federica's goal is to continue to make this country known and at the same time to create a tourist consciousness of respect for the other.

Registration and documents

რეგისტრაცია
form protected using Google recaptcha

Study opportunities/იტალიური ენის ინტენსიური კურსი: მოგზაურობა იტალიაში/Proposta di progetto Georgia-Lucca.pdf