იტალიური ენის ინტენსიური კურსი: მოგზაურობა იტალიაში

From Redazione
Jump to navigation Jump to search
Opportunities/Comune di Lucca ⧸ Istituto cultura italiana Tbilisi - იტალიური ენის ინტენსიური კურსი: მოგზაურობა იტალიაში/Logo città di Lucca.jpg



გთავაზობთ იტალიური ენის ინტენსიურ კურსს, რომელიც ჩატარდება ქალაქისგან შორს მდებარე ლოკაციაზე და გაგრძელდება ერთი კვირა. კურსი იტალიური ენის გაკვეთილებთან ერთად ასევე მოიცავს სხვადასხვა აქტივობებს იტალიური კულტურის უკეთ გასაცნობად. ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ იტალიური ენა და ჩაერთონ ამ ქვეყნისათვის დამახასიათებელ კულტურულ აქტივობებში.

მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში შექმნილი კოვიდ-სიტუაციის გამო მოგზაურობის მოყვარულებს ეზღუდებათ სხვადასხვა ქვეყანაში გამგზავრება. ჩვენი კურსის იდეა სწორედ ამ გარემოებების გამო დაიბადა. კურსის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მონაწილეებმა ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ იტალიაში მოგზაურობის გამოცდილება. კურსს გაუძღვება იტალიელი პროფესიონალი მასწავლებელი, რომელიც სტუდენტებს გააცნობს თავის მშობლიურ ენასა და კულტურას. მის მიერ შუადღისით ჩატარებული სხვადასხვა აქტივობები მონაწილეებს შეუქმნის იტალიურ გარემოს. კურსის დროს ჩატარდება იტალიური სამზარეულოს, ხელოვნების, მუსიკისა და სხვადასხვა ვიდეოების პრეზენტაციები. იტალიელი ლექტორი ახლოდან გაგაცნობთ ტოსკანურ კულტურას და ქალაქ ლუკას ისტორიას, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა.

ეს არ იქნება ერთ-ერთი რიგითი ენის შემსწავლელი კურსი, რომლის დროსაც მონაწილეებს მხოლოდ გრამატიკის სავარჯიშოების გაკეთება და წესების სწავლა მოუწევთ. ამ კურსის განმავლობაში სტუდენტები შეძლებენ სასიამოვნო და დასამახსოვრებელი დროის გატარებას, რისგანაც მიიღებენ იტალიური ენის ცოდნას.

მთლიანი კვირის განმავლობაში გაკვეთილებისა და სხვადასხვა კულტურული აქტივობების ჩატარება შემდეგნაირად იქნება გადანაწილებული:

განრიგი
09:30 დილის გაკვეთილის დაწყება
11:30 შესვენება და ყავის დალევა
12:30 დილის გაკვეთილის დასრულება
13:00 სადილი
15:30 იტალიური კულტურის მასტერკლასის დაწყება
17:30 შესვენება და ყავის დალევა
18:30 იტალიური კულტურის მასტერკლასის დასრულება
20:00 ვახშამი

კურსის განმავლობაში იგეგმება ორი გასვლა/ექსკურსია:

თელავი , ალავერდის მონასტერი


თარიღი: 20-26 აგვისტო, 2021

კურსის ხანგრძლივობა: 6 ღამე, 7 დღე.

ორგანიზაცია: იტალიური კულტურის ინსტიტუტი

ლოკაცია: კახეთის რაიონი, სოფელი ქვემო ალვანი.

განთავსება: Guest House ,,Kemo Alvani’’

კურსის ღირებულება: 700 ლარი


ღირებულებაში შედის:

  • იტალიური ენის კურსი
  • შუადღის აქტივობები და კულტურული მასტერკლასები
  • ექსკურსიები კახეთის რეგიონში
  • გესთ ჰაუსში განთავსება და ორჯერადი კვებით
  • იტალიური ყავა
  • იტალიელი მასწავლებელი
  • ქართველი მასწავლებელი რომელიც ფლობს იტალიურ ენას
  • კურსზე დასწრების სერთიფიკატი

რეგისტრაციისთვის გთხოვთ მოგვწეროთ: ici.tbilisi@culturaitaliana.org

ან დაგვიკავშირდეთ ამ ნომერზე: 557 53 81 40

იტალიური კულტურის ინსტიტუტში ჩატარებული გაკვეთილი ჩვენი ლექტორის, ფედერიკა ამადუჩის მიერ:


Registration
form protected using Google recaptcha


Documents

Study opportunities/იტალიური ენის ინტენსიური კურსი: მოგზაურობა იტალიაში/Proposta di progetto Georgia-Lucca.pdf