cultura italiana
/
January 2019 - ლუჩიო დალასი (Lucio Dalla)

January 2019 - ლუჩიო დალასი (Lucio Dalla)

ახალ წელთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შეხედულება ეკუთვნის ლუჩიო დალას (Lucio Dalla), იტალიელ კომპოზიტორს და მომღერალს ბოლონიიდან (ცხოვრობდა პიაცა მაჯორეს მოედანთან, აზელიოს ქუჩაზე), უდიდესი ტალანტით (მისი ჯგუფის წევრმა, მომავალმა რეჟისორმა პუპი ავატიმ, მიატოვა ჯგუფი დალას ტალანტის გამო) - სხვადასხვა შეხედულებებთან ერთად იგი გვთავაზობს ბრწყინვალე შეფასებას 70 იანი წლების იტალიური მუსიკის ლეგენდის და ბესტსელერის ლუჩიო ბატისტის შესახებ: იგი ამბობს რომ ბატისტის ხმა „ჰგავს სამართებლის პირს“ და რომ იგი <<საგანგებო მდგომარეობას, გარდაჰქმნის აბსოლუტურ აუცილებლობად >>. ეს სიტყვები არის ლუჩიო დალას სიმღერიდან „L'anno che verrà“ („წელი რომელიც მოვა“).

Title ლუჩიო დალასი (Lucio Dalla)
Authors Board member of Culturaitaliana
Date 5/1/2019
Excerpt
Tags


https://www.rockol.it/.../lucio-dalla-l-anno-che-verra

სიმღერა დაწერილია 1978 წელს, "ლიდერობის წლების" (იტ.: „Anni di piombo“) დროს (შეიარაღებული დაპირისპირების და ტერორიზმის პერიოდი იტალიაში 60_იანიდან, 80_იანი წლების დასაწამდე) და აჟღერებს იმ პერიოდის მიმდინარე პრობლემებს (მაგ. მღვდლებს შორის ქორწინება, ჰომოსექსუალიზმი და ა.შ.). ასევე უნდა აღინიშნოს რომ ბოლონიის რკინიგზის სადგურზე, 1980 წლის აგვისტოში მომხდარი ტერაქტი, რომელიც ასევე ეკუთვნის "ლიდერობის წლებს", რომ მომხდარიყო, ლუჩიო დალას სიმღერის დაწერამდე (რომელიც ოპტიმისტურ განწყობას ქმნის), ის აღარ დაიწერებოდა.

Istituto cultura italiana (NGO)/Posts/January 2019 - ლუჩიო დალასი (Lucio Dalla)/49499983 2474295825932327 366036831159975936 n.jpg
Istituto cultura italiana (NGO)/Posts/January 2019 - ლუჩიო დალასი (Lucio Dalla)/49519729 2474295869265656 8970826671359787008 n.jpg

სიმღერა შესანიშნავია რადგან ამაღლებით აღწერს ოპტიმიზმისტურ განცდას, თან თანაგრძნობით დასცინის, როგორც ილუზიას. მოკლედ რომ ითქვას, დალა ამბობს რომ ახალ წელს ყველაფერი მოწესრიგდება და სასწაულები მოხდება (შესაძლოა, „ძვირფასი მეგობარი“ რომელსაც დალა მიმართავს არის უბრალოდ „მხსნელი“), მაგრამ მხოლოდ წამიერად, რადგან ეს სასწაულებრივი ცვლილება შეიძლება იყოს მხოლოდ სიზმარი ან ილუზია. თუმცა დალა ამბობს „მნიშვნელოვანია რომ იმ მომენტში, მეც იქ ვიყო“, ანუ მნიშვნელოვანია თავის მოტყუება და „იმედის შენარჩუნება“. (გარკვეული მნიშვნელობით, შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანია „სულის არსებობა“).

სინამდვილეში, სიმღერა მთავრდება იმით, რომ ახალ ამბებში ახალი წლის მოვლენები კი არ იქნება (რაც ძველთან შედარებით არ იქნება უკეთესი), არამედ ის ფაქტი რომ მას ველით.


Categories:
Posts