გთავაზობთ ახალ წლის კონცეფციებს, ინტელექტუალების და ხელოვანების მხრიდან.
Title | ახალი წლის კონცეფციები, ინტელექტუალების და ხელოვანების მხრიდან |
---|---|
Authors | Board member of Culturaitaliana |
Date | 31/12/2018 |
Excerpt | |
Tags |
ანტონიო გრამშიმ (იტალიელი ინტელექტუალი და იტალიური კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი 1921 წელს), „ჰეგემონიის“ კონცეფციის თეორიტიკოსმა, რომლის მიხედვით, გაბატონებული კლასები ამართლებენ და ლეგიტიმაციას უწევენ თავიანთ სარგებელს დაქვემდებარებულ კლასებთან მიმართებაში, იგი არის იმ მცირე, ჭეშმარიტების პოლიტიკის კონცეფციის მაკრიტიკებელ თეორიტიკოსებს შორის, რომელიც იმავდროულად აკრიტიკებს ე.წ. „რეალპოლიტიკა“ს როგორც საზოგადოს (რასაც, შეცდომით მიაწერენ მაკიაველს), განაცხადა რომ ეზიზღება ახალი წელი.
გრამში ამბობდა რომ „საახალწლო დღესასწაულები, ჩვენს ცხოვრებას და ადამიანურ სულს კომერციის საკითხად აქცევს“. სავარაუდოდ იმის თქმა სურდა რომ ინდივიდების მხრიდან კოლექტიურ შეხვედრებში უპირობო მონაწილეობა და ზოგადად კოლექტიურობა, უკარგავს პიროვნებას სულიერ თვითმყოფადობას და ამგვარი ცხოვრებით პიროვნება მართულია გარედან. მაგალითად იგი ამბობს, რომ თვით ისტორია, ისევე როგორც ისტორიაში სქემატურად დადგენილი თარიღები (მისი „ახალი წლები“) ცხოვრების და სულის უწყვეტობის შეგრძნებას გვაკარგვინებენ. გრამში ამბობს, რომ არ სურს ტრიუმფის მომენტების უცნობებთან გაზიარება და რომ ამაღლებულის, სასოწარკვეთის ან სიმშვიდის მომენტები, უნდა მიმდინარეობდეს მხოლოდ საკუთარი სულის მიმართულებით.